„ვგმობთ ირანის თავდასხმას და მოუწოდებთ თეირანს, თავი შეიკავოს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისგან“
08/01/2020 11:57:58 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ირანის მიერ ერაყში აშშ–ის სამხედრო ბაზების დაბომბვის ფაქტს გმობს და თეირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისგან.
„მოკავშირეები ერთგულნი არიან, გააგრძელონ ერაყში ჩვენი საწვრთნელი მისია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.


