Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება

შალვა პაპუაშვილი: 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება

03/06/2024 08:07:42 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "აგენტების კანონზე" ხელმოწერის შემდეგ, კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული პროცესი და პროცედურები განმარტა.

მისი თქმით, “აგენტების კანონი" “საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და გამოქვეყნებულად ხვალიდან ჩაითვლება. შესაბამისად, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის.

60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.

მისივე მტკიცებით, ორგანიზაციების პროტესტი, რომ არ აპირებენ ღირსებსშემლახველ რეესტრში რესგიტრირებას, "არის არადემოკრატიული ქცევა, რაც კანონის უზენაესობის სულისკვეთებასა და მათივე დეკლარირებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება"

"კანონი მიღებულია და ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი! ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება", - თქვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის ირგვლივ საკონსტიტუციო სასამართლოში იწყებენ დავას, ამასთან, მოითხოვენ რიგი ნორმების შეჩერებას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დავა ასევე წარიმართება სტრასბურგის სასამაღტლოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S