კანადის დედაქალაქში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა – არიან დაჭრილები
08/01/2020 13:40:38 მსოფლიო
კანადის დედაქალაქში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტი ოტავაში, გილმორის ქუჩაზე მოხდა.
თავდასხმის მოტივი და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით, უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სროლის შედეგად "ბევრმა ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო".
დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


