Accentnews.ge
პუტინი თურქეთში გაზსადენის "თურქული ნაკადი" გახსნის ცერემონიას დაესწრო

პუტინი თურქეთში გაზსადენის "თურქული ნაკადი" გახსნის ცერემონიას დაესწრო

08/01/2020 13:55:10 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში გაზსადენის "თურქული ნაკადი" გახსნის ცერემონიას დაესწრო.

935–კილომეტრიანი "თურქული ნაკადით" გაზის ტრასპორტირება თურქეთში მოხდება.

მილსადენი ბუნებრივი აირით თურქეთსა და ევროპას (ბულგარეთი, სერბეთი და უნგრეთი) მოამარაგებს.

ცერემონიას წინ უძღოდა პუტინისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა. ლიდერები თანხმდებიან, რომ რეგიონი ახალი ომის წინაშე დგას და მისი თავიდან აცილება მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S