„ირანის წუხანდელი დაბომბვის შედეგად არც ერთი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა"
08/01/2020 16:30:20 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ ერაყში მდებარე ამერიკული ბაზების დაბომბვის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი ყველა ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან ნატო–ს მიმართა "უფრო მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთის პროცესებში".
მანამდე ირანული მედია ირწმუნებოდა, რომ მათ იერიშს 80 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.


