Accentnews.ge
ტრამპმა ბრიტანეთს, რუსეთს, გერმანიას, ჩინეთსა და საფრანგეთს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ბრიტანეთს, რუსეთს, გერმანიას, ჩინეთსა და საფრანგეთს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვებისკენ მოუწოდა

08/01/2020 16:52:14 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთს, რუსეთს, გერმანიას, ჩინეთსა და საფრანგეთს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვებისკენ მოუწოდა.

„ირანმა უარი უნდა თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე და დაასრულოს ტერორიზმის მხარდაჭერა. დადგა დრო, რომ დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა გააცნობიერონ ეს რეალობა. მათ უნდა დატოვონ ირანის ბირთვული შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სანამ იგი „შეერთებული შტატების პრეზიდენტია , ირანს არასდროს მიეცემა უფლება, ჰქონდეს ატომური იარაღი“.

შეგახსნებთ, რომ 6 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს. თერანის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურნენ ირანის ბირთვულ შეთანხმების წევრი ქვეყნები და ირანს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის: 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა) და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. ბირთვული შეთანხმებით ურანის გამდიდრების 300– კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული.

შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. 2019 წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირაში ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაირეშის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S