Accentnews.ge
როუჰანი: „თუ აშშ მორიგ დანაშაულს ჩაიდენს, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ“

როუჰანი: „თუ აშშ მორიგ დანაშაულს ჩაიდენს, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ“

08/01/2020 19:20:01 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, „თუ აშშ მორიგ დანაშაულს ჩაიდენს, თეირანისგან მკაცრ პასუხს მიიღებს“. ამის შესახებ როუჰანმა მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

„ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, როგორც ეს უკვე ვაჩვენეთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „აშშ–მა უნდა შეწყვიტოს ირანის უმიზეზოდ დადანაშაულება“.

„როცა ისინი (აშშ) აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ პრობლემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ირანს აბრალებენ. თუ ხვალ სხვა ქვეყანაში რამე მოხდება, ამერიკელები იტყვიან, რომ ეს ირანის მარიონეტული ძალების ჩადენილია. ჩვენ არ გვყავს მარიონეტული ძალები. რეგიონის ხალხმა იცის, რომ ისინი არჩევანში თავისუფლები არიან და დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისინი ჩვენი ბრძანებისა და კონტროლის ქვეშ არ არიან“, – დასძინა როუჰანმა.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ წუხელ ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. დღეს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და არც მოკავშირეების სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. ტრამპი მომხდარის გამო ირანს სანქციებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან ომი არ სურს. მისივე თქმით, ვაშინგტონმა და თეირანმა „საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S