Accentnews.ge
ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

ხაბეიშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდამსხმელთა ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ

04/06/2024 12:19:57 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, ჩანს, როგორ ტოვებენ მისი პარტიის ოფისზე თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომს.

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, „იდეალის“ საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების“ ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი 31 მაისს, გვიან ღამით ხელკეტებითა და ქვებით რამდენიმე ატეულმა ადამიანმა დაარბია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S