ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში ორი რაკეტა აფეთქდა
08/01/2020 21:05:11 მსოფლიო
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში ორი რაკეტა აფეთქდა,– იუწყება "ფრანს პრესი".
ერაყის სამხედრო ძალების განცხადებით, ე.წ. მწვანე ზონაში "კატიუშას" ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცნობისთვის: ბაღდადში, ე.წ. "მწვანე ზონაში აშშ–ის საელჩოა განთავსებული.


