Accentnews.ge
უკრაინაში გლოვის დღეა

უკრაინაში გლოვის დღეა

09/01/2020 05:37:50 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელსაც უკრაინის 11 მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

ირანული მხარის ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S