Accentnews.ge
აშშ საქართველოში შესაძლო მეიდანის სცენარის შესახებ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს "კრემლის დეზინფორმაციას" უწოდებს

აშშ საქართველოში შესაძლო მეიდანის სცენარის შესახებ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს "კრემლის დეზინფორმაციას" უწოდებს

05/06/2024 06:52:46 პოლიტიკა

აშშ საქართველოში შესაძლო მეიდანის სცენარის შესახებ რუსეთის მხრიდან გაკეთბულ განცხადებებს "კრემლის დეზინფორმაციას" უწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კერძოდ, მას ჟურნალისტმა შემდეგი კითხვით მიმართა: "კრემლი ასევე ეხმიანება საქართველოს მთავრობის პროპაგანდას. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს ოქტომბერში ახალი მეიდანის განხორციელებას საქართველოში. რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულზე?". საპასუხოდ მილერმა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები "კრემლის დეზინფორმაციად" შეაფასა:

  • "ის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამას არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან. ეს ეხება ქართველი ხალხის საკუთარი შეხედულებების გამოხატვას“,– განაცხადა მილერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S