ირანული გამოძიება უკრაინული ავიახომალდის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველად ანგარიშს აქვეყნებს
09/01/2020 06:43:41 მსოფლიო
ირანული გამოძიების პირველადი ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ავიახომალდი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული..
თავდაპირველი ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ.
მათივე ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა.
ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.
შეგახსენებთ, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.


