ბუკა პეტრიაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
05/06/2024 12:27:36 პოლიტიკა
ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
„ვთვლი, რომ ახლა მეტი ძალისხმევა უნდა დავხარჯო მე პირადად პოლიტიკურ ბრძოლაში, ვინაიდან მართლაც უმძიმეს განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩემი ცოდნაც, ჩემი ენერგიაც, ჩემი გამოცდილებაც და ჩემი კავშირებიც მინდა მოვახმარო ამ პოლიტიკურ ბრძოლაში საქართველოს ევროპული არჩევანის გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს, რომელიც საბოლოოდ უნდა დაგვირგვინდეს ევროპულ კავშირში გაწევრიანებით“, - განაცხადა გადაცემის „რონდელის მსოფლიო რადარის“ დასრულებისას პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მეტ დეტალს მის გადაწყვეტილებაზე საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს.


