Accentnews.ge
ესტონეთის პრეზიდენტმა მოსკოვს მის დაბადების დღეზე გაგზავნილი ყირიმული ღვინო უკან დაუბრუნა

ესტონეთის პრეზიდენტმა მოსკოვს მის დაბადების დღეზე გაგზავნილი ყირიმული ღვინო უკან დაუბრუნა

09/01/2020 07:42:33 მსოფლიო

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა მოსკოვს მის დაბადების დღეზე გაგზავნილი ყირიმული ღვინო უკან დაუბრუნა, – იუწყება ესტონური მედია.

„ტალინში რუსეთის საელჩომ პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა, კეთილი სურვილები უსურვა, გაუგზავნა ყვავილები, შოკოლადი და ყირიმული ცქრიალა ღვინო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საელჩოს ღვინო უკან დაუბრუნა“, – წერს ესტონური მედია.

ცნობისთვის: ესტონეთის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო და განუცხადებია, რომ ყირიმი უკრაინაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S