Accentnews.ge
აშშ–ის სანქციები "დეზინფორმაციის განზრახ" გამავრცელებლებსაც ეხებათ

აშშ–ის სანქციები "დეზინფორმაციის განზრახ" გამავრცელებლებსაც ეხებათ

06/06/2024 18:42:48 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები ასევე ეხებათ დეზინფორმაციის გამავრცელებლებსაც. კერძოდ, მათ, რომლებიც "საქართველოს მთავრობის დავალებით" დეზინფორმაციის "განზრახ" გავრცელებით.

სახდეპში მიიჩნევენ, რომ ეს პირები ამგვარი ქმედებებითაც "პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".

"დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათ ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”,– თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.

როგორც დაზუსტდა, საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ არის ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S