Accentnews.ge
წულუკიანი: თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს

წულუკიანი: თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს

06/06/2024 20:12:46 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერ თეა წულუკიანის აზრით, სავარაუდოდ, სანქციების დაწესების მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ მთავრობაზე გააბრაზონ და მთავრობა მარტო დარჩეს.

„თქვენ ვერ დაადებთ ხელს დღეს ვერც ერთ მმართველს – ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, რომ არ გაქვთო",- ამბობს ვიცე–პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათობით მოქალაქეს. საუბარია „ქართული ოცნების და პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცველებზე და კერძო პირებზე.

როგორც განიმარტა, ისინი „პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება“.

სახდეპში ხაზი გაუსვეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ ჯერ კიდევ არის დრო „შემობრუნებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S