Accentnews.ge
წილოსანი – აშშ-ის სანქციებზე: მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

წილოსანი – აშშ-ის სანქციებზე: მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

07/06/2024 07:28:58 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას საქართველოს იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო, ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა. მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“ - დაწერა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.

ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S