Accentnews.ge
ხუნდაძე – აშშ–ის სანქციებზე: დასავლური დემოკრატიის შავი დღე

ხუნდაძე – აშშ–ის სანქციებზე: დასავლური დემოკრატიის შავი დღე

07/06/2024 08:07:40 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, შეთქმულების თეორიების და ცრუ დილემების აქტიური შემომთავაზებელი "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე შეცდომას უწოდებს აშშ–ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას და კვლავ "ომში ჩათრევის" თაობაზე პროპაგანდისტულ გზავნილზე აქცენტირებს.

"მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთხელ შეცდომა იქნეა დაშვებული. ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე.

[...] ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თბილისშიც მივიღოთ მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად მოყვება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამდაგვარია, ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები",– თქვა ხუნდაძემ.

ის ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრი – სიძე აშშ–ში იმყოფება, თუმცა ამის გამო არ აპირებს "ქვეყნის სუვერენიტეტის" დათმობას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.

ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S