ელისო ბოლქვაძე: "სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე, ბულინგის კიდევ ერთი მხილება"
07/06/2024 09:37:49 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ე.წ. სქრინებს, რომელიც, მისი თქმით, "პირად ნომერზე მიწერილი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებების ამსახველია".
„ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე! ბულინგის კიდევ ერთი მხილება! ყველა გაშიფრული ხართ საერთაშორისო ორგანიზაციებში! ისეთი ტროლები მაინც შეარჩიეთ წერა რომ იცოდნენ“, -წერს ელისო ბოლქვაძე.


