"ქართული ოცნების" გენმდივანი დემონსტრანტებზე ძალადობას ამართლებს
07/06/2024 10:34:51 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამართლებს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ძალოვანების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას.
„აქციებზე ათასობით ადამიანი იყო. იქ ერთეული პიროვნებები იყვნენ, ვინც ძალადობდნენ და პოლიციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. გაიხსენეთ ამერიკაში როდესაც იყო შეტევა, არეულობა პოლიცია როგორ იქცეოდა. ჩართეთ ეგ ვიდეოები, არსებობს და შეადარეთ. რა თქმა უნდა, გამართლებულია [ქართველი პოლიციელების რეაგირება]. როდესაც ძალადობ პოლიციელზე, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გინდა პარლამენტში შევარდნა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მათ შორის მედიამ, თავად დემონსტრანტებმა შეძლეს არაერთი კადრის გადაღება, რომლებზეც საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული. არსებობს კადრები მაგალითად, როგორც სცემენ პოლიციის კონდონში მიწაზე დაცემულ დემონსტრანტებს, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არაერთ მსგავს შემთხვევაზე განაცხადა გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ არ გამხრადა ცნობილი.


