ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკანა გასასვლელიდან დატოვა
08/06/2024 08:45:17 პოლიტიკა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკანა გასასვლელიდან დატოვა.
ახალგაზრდები სკანდირებდნენ "მონა," "მოღალატე."
აქციის "დახვდი კობახიძეს" მონაწილეები აცხადებენ, რომ კობახიძე და "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯები ცალსახად პრორუსულია. მათივე თქმით, გუშინ ე.წ ტიტუშკების მიერ სტუდენტის, ნიკო მანაგაძის ცემა ხელისუფლების მორიგი მცდელობა იყო, რომ ჩაეხშოთ საპროტესტო მუხტი. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად უნივერსიტეტთან მისული იყო საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ლექციაზე სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა. უნივერსიტეტში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"


