Accentnews.ge
20  ევროპული ორგანიზაცია  ევროკავშირს მიმართავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილოს

20 ევროპული ორგანიზაცია ევროკავშირს მიმართავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილოს

08/06/2024 10:00:43 პოლიტიკა

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რეპრესიული კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილონ.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის სია) 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მთელ მსოფლიოში.

20 ორგანიზაცია ერთობლივი წერილით მიმართავს ევროკავშირს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შესახებ. წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი.

„მიუხედავად ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ძლიერი წინააღმდეგობისა, რომელიც აშკარად დადასტურებულია უწყვეტი მასშტაბური საპროტესტო აქციებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ცალკეული აქტივისტების ფუნქციონირებას. ეს კანონმდებლობა ეხმიანება ავტორიტარულ ქვეყნებში არსებულ ტენდენციებს, მათ შორის რუსეთში უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად“, — ნათქვამია წერილში.

მიმართვის ხელმომწერი 20 ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის.

წერილი ხელმომწერი ორგანიზაციების მოწოდებაა:

საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და განაახლოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ევროკომისიის ცხრა ნაბიჯით;

სპეცრაზმისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი დარბევის ფონზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა (EUSR) ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგმა მოაწყოს ვიზიტი საქართველოში;ევროკომისიამ , ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მის ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები — პირველ რიგში უარყოფითი პირობითობის ზომები — მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად;

ევროკომისიამ გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა NDICI-ის დამხმარე და სწრაფი რეაგირების ფონდების მობილიზებით, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ყოვლისმომცველი რეაგირება სამოქალაქო სივრცის დახურვის წინააღმდეგ, მათ შორის უფლებადამცველების, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის, დამოუკიდებელი მედიის და არჩევნებზე დამკვირვებლების მხარდაჭერით.

ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფმა (DEG) დაიწყოს კონსულტაციებო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რათა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა და შესძინოს პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებას.

წერილზე ხელმომწერთა სია:

  1. European Partnership for Democracy
  2. Westminster Foundation for Democracy
  3. Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
  4. The Netherlands Institute for Multiparty Democracy
  5. Danish Institute for Parties and Democracy
  6. Article 19
  7. Association for Democracy Assistance and Human Rights
  8. Netherlands Helsinki Committee
  9. Brot für die Welt
  10. International Partnership for Human Rights
  11. Human Rights Without Frontiers
  12. Eastern Partnership Civil Society Forum
  13. Protection International
  14. ILGA-Europe
  15. International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
  16. International Federation for Human Rights – FIDH
  17. International Rehabilitation Council for Torture Victims
  18. Free Press Unlimited
  19. Club de Madrid
  20. Democracy Reporting International

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S