Accentnews.ge
„რევოლუციის გვარდია“ აშშ–ს მორიგ მუქარას უთვლის – „ოთხშაბათის დაბომბვა თავდასხმების სერიების მხოლოდ დასაწყისია“

„რევოლუციის გვარდია“ აშშ–ს მორიგ მუქარას უთვლის – „ოთხშაბათის დაბომბვა თავდასხმების სერიების მხოლოდ დასაწყისია“

09/01/2020 14:43:43 მსოფლიო

„ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ აშშ–ს მორიგ მუქარას უთვლის. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება.

„მალე იხილავთ უმკაცრეს შურისძიებას“, – განაცხადა, Tasnim–ის ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის“ უფროსმა სარდალმა აბდულა არაგჰიმ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის“ უფროსის მოადგილის ალი ფადავის თქმით კი, „ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვა თავდასხმების სერიების მხოლოდ დასაწყისია“.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

საპასუხოდ 8 იანვარს ირანმა ერაყში დისლოცირებულ ორ ამერიკულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. 9 ინავარს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და არც მოკავშირეების სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. ტრამპი მომხდარის გამო ირანს სანქციებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან ომი არ სურს. მისივე თქმით, ვაშინგტონმა და თეირანმა „საერთო პრიორიტეტებზე ერთად უნდა იმუშავონ“. ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც აშშ–ის საელჩო მდებარეობს, ორი რაკეტა აფეთქდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S