Accentnews.ge
ევროკომისიის პრეს–სპიკერი – მოლაპარაკებების გახსნაზე: "აგენტების კანონი" საქართველოს პროგრესზე უარყოფითად აისახება, წინსვლის გზის არჩევანი თბილისის ხელშია"

ევროკომისიის პრეს–სპიკერი – მოლაპარაკებების გახსნაზე: "აგენტების კანონი" საქართველოს პროგრესზე უარყოფითად აისახება, წინსვლის გზის არჩევანი თბილისის ხელშია"

10/06/2024 12:49:22 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებამ ევროკავშირისკენ ქვეყნის სვლა შესაძლოა, დაბლოკოს. აღნიშნული ჯერ გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ "The Financial Times"–მა (FT) და შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა არ გამორიცხეს.

"აქცენტი" დაინტერესდა, რამდენად მოსალოდნელია რეალურად, "აგენტების კანონის" გამო ევროკომისიამ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა დაბლოკოს და შესაბამისი კითხვით ევროკომისიას მიმართა.

როგორც "აქცენტისთვის" მოწოდებულ ექსკლუზიურ კომენტარში ევროკომისიის პრეს–სპიკერმა ანა პიზონერომ განგვიცხადა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი" ევროკავშირისკენ გზაზე ქვეყნის პროგრესზე ნამდვილად უარყოფითად აისახება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი და აღნიშნა, რომ ამჟამად ბლოკისკენ წინსვლის კუთხით არჩევანი საქართველოს ხელშია.

"ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მოლოდინი, რომელიც ასახულია ბლოკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების თაობაზე. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ გადაიდგმება 9 ნაბიჯი, რომელიც კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციაშია გაწერილი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას. ამასთან, ამ ნაბიჯებში საუბარია დეპოლარიზაციის აუცილებლობასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღება ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესზე უარყოფითად აისახება. წინსვლის გზის არჩევანი საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონი, შეინარჩუნოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და წინ წაიწიოს აუცილებელი რეფორმების გატარებით, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი 9 ნაბიჯში. ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს ქართველების ევროპული მომავლის მხარდაჭერა", – განუცხადა "აქცენტს" პიზონერომ, რომლის კომპეტენციაში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხები შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S