Accentnews.ge
შვედეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს

შვედეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს

10/06/2024 15:14:50 პოლიტიკა

შვედეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

„შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - წერს შვედეთის საგარეო საქნეთა სამინისტრო X-ზე.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S