Accentnews.ge
დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში

დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში

10/06/2024 15:25:40 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში.

10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 11 და 12 ივნისს იმართება, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა უკრაინის დახმარების საკითხის ირგვლივ.

დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის ირაკლი კობახიძეს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S