ჯიმ ო’ბრაიენი: აშშ გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში
10/06/2024 16:23:44 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“, - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".


