Accentnews.ge
პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება

11/06/2024 08:51:20 პოლიტიკა

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნება. სხდომა წესით 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. თავდაპირველად რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, მეორედ - 73-მა, კვორუმისთვის საჭირო რაოდენობა 76-ია.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" ბოიკოტის რეჟიმში არიან.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

პარლამენტის პლენარული სხდომები სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით იხსნება.

განახლება

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს. სხდომათა დარბაზის აივნიდან მედიის გაყვანაზე მითითება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S