Accentnews.ge
კობახიძე: "უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს”

კობახიძე: "უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს”

11/06/2024 10:23:22 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძისგანცხადებით, უკრაინისა და საქართველოს „ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები”. რომელიც, მისი თქმით, “გამოიწვია არსებითად კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება”. კობახიძის შეფასებით, “ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს”.

“ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენ პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11-12 ივნისს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) იმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S