Accentnews.ge
მედია – ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო

მედია – ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო

09/01/2020 17:43:10 მსოფლიო

ირანმა უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც რეისს თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა, შემთხვევით ჩამოაგდო - იუწყება ამერიკული მედია აშშ–ისა და ერაყის სატელიტურ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Newsweek–თან საუბრისას განაცხადეს, ირანმა "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტა სავარაუდოდ, შემთხვევით გაარტყა უკრაინულ თვითმფრინავს, რადგან ავიაკატასტროფა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც თეირანმა ერაყში ამერიკული ბაზების დასაბომბად "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტები მოქმედებაში მოიყვანა.

ცნობისთვის: 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავი იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2 წუთში ჩამოვარდა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ცნობით, მომხდარს ბორტზე მყოფი 176–ვე (167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი) პირი ემსხვერპლა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების განცხადებით, ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად კანადის, ირანის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მოქალაქეები დაიღუპნენ.

დაღუპულთა სია ასე გამოიყურება:

  • ირანის 82 მოქალაქე;
  • კანადის 63 მოქალაქე;
  • უკრაინის 11 მოქალაქე;
  • შვედეთის 10 მოქალაქე;
  • ავღანეთის 4 მოქალაქე;
  • დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე;
  • გერმანიის 3 მოქალაქე;

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში (UIA - Ukraine International Airlines) განაცხადეს, რომ თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთ–ერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ.

თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S