პარლამენტის პლენარული სხდომა მესამე მცდელობაზე გაიხსნა
11/06/2024 11:36:12 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა მესამე მცდელობაზე გაიხსნა.
რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 77 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა.
განცხადების გაკეთება ითხოვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი არ ჩაურთო. მიზეზად ის დაასახელა, რომ დეპუტატმა რეგისტრაცია არ გაიარა.
მანამდე პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იხსნებოდა.ამასთან ოპოზიციონერი დეპუტატები მანიპულაციაზე მიუთითებდნენ.


