Accentnews.ge
პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს ზომების მიღებით დაემუქრა

პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს ზომების მიღებით დაემუქრა

11/06/2024 12:37:20 პოლიტიკა

თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია - დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს მას შემდეგ, რაც სხდომა მესამე ცდაზე, სამსაათიანი დაგვიანებით გაიხსნა. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომები პოლიტიკური განცხადებებით მხოლოდ სამშაბათობით იხსნება.

12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე კვორუმი (76 დეპუტატი) ორი მცდელობის მიუხედავად ვერ შეივსო და ამიტომ შესვენება გამოცხადდა. რიგი ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს და ამით საპარლამენტო უმრავლესობას პლენარული სხდომის დასაწყებად საჭირო კვორუმის შევსებაში არ დაეხმარნენ.

შალვა პაპუაშვილმა მათ ასევე უთხრა, რომ ხელფასები ჩამოეჭრებათ.

„დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არცერთი არ გაიარეთ. გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არ გავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი. ეს თქვენი ობსტრუქცია, რაც შეეცადეთ რომ მოგეწყოთ, რათა სხდომა არ გახსნილიყო, გასაგებია, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ მგონი ამით გახსენით პანდორას ყუთი, ვინაიდან სამშაბათს, დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია იყენებს - ხოლმე პოლიტიკური განცხადებებისთვის. სხდომა თუ არ გაიხსნება სამშაბათს, ვერც პოლიტიკური განცხადებები გექნებათ. თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია - დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე. ასე რომ, თუ პარლამენტში თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ასეთივე დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც ემატება და არც აკლდება. ამით თქვენ ამომრჩეველს აყენებთ ცუდ მდგომარეობაში, სამშაბათის დღეს უმრავლესობამაც იმავე მეთოდით რომ გიპასუხოთ, დაგტოვოთ პოლიტიკური განცხადებების გარეშე და სხდომა დავიწყოთ ოთხშაბათს-ხოლმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S