Accentnews.ge
ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისგან განსხვავებით, ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ "საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას"

ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისგან განსხვავებით, ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ "საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას"

11/06/2024 14:03:19 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ "საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას". ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

“ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ყველა დარჩენილი საკანონმდებლო პაკეტი", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილისგან განსხვავებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული "აგენტების კანონი" უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. ასევე, არაერთხელ მიუთითა, რომ "ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად".

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 28 მაისს გაავრცელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S