Accentnews.ge
პრეზიდენტი: რუსეთს ორი რამ შეაჩერებს

პრეზიდენტი: რუსეთს ორი რამ შეაჩერებს

11/06/2024 18:47:44 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას არც უფლება და არც საშუალება არ აქვს, რომ იზოლაციაში გადავიდეს. ამის შესახებ მან ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"რა შეაჩერებს რუსეთს და რა არის ჩვენი მთავარი ძალა? ორი რამ არის: ერთი, არის ჩვენი ერთობა. ყველა, ვინც ცდილობს,დაპირისპირება და სიძულვილი გაზარდოს, ეს აძლიერებს მტერს. ტყუილად არ გვიწერია ჩვენ, რომ „ძალა ერთობაშია“. ერთობა რჩება ჩვენ მთავარ ძალად. მეორე ძალა არის ჩვენი პარტნიორები და მათი ჩვენ მიმართ ერთგულება, ჩვენი ერთგულება მათ მიმართ ზოგჯერ კოჭლობს. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც საშუალება, რომ გადავიდეთ იზოლაციაში. ნეიტრალურობაზე მითები, და რომ არ დავემონებით, არც რუსებს, ევროპას და ამერიკას ლამაზი სათქმელია, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთის მხრივ, მეგობრები და მეორეს მხრივ, მტრები და ამას თუ ვერ გავარჩევთ, რაღაც გვაკლია აზროვნებაში და ლოგიკაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S