ლაზარე გრიგორიადისი – პრეზიდენტს: "მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ იმისთვის, რომ სწორ მხარეს იბრძვით"
11/06/2024 19:14:22 პოლიტიკა
აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა ციხიდან, სალომე ზურაბიშვილს ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი, 22 წლის და მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ იმისთვის, რომ სწორ მხარეს იბრძვით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარხართ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ხართ. მადლობა დიდი", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას მოკლედ უპასუხა, რომ შეწყალება არის ის, რაზეც მადლობა არ ითქმის.


