Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილის განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ

სალომე ზურაბიშვილის განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ

11/06/2024 19:45:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ.

მისი თქმით, ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც მან იგულისხმა, „ქართული ქარტიის“ ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს.

“რაც შეეხება რეგიონებში კამპანიას. საჭიროა, რომ “ქართული ქარტია” პარტიებისა და თქვენს მიერ იყოს გატანილი. ამიტომ შემოვიტანე რეფერენდუმის თემა, რომელიც დაამახინჯეს. რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია გავიმეოროთ. კონსტიტუციამ თქვა და დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, ეს ერთხელ და სამუდამოდ მორჩა, დადგენილია! რეფერენდუმმა კითხვა უნდა დაუსვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ “ქართული ქარტია” არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ევროპული მომავალი - ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ სარეფენდუმო კამპანია, რომ რეალურად საქართველოს მომავალი წყდება. რეგიონებში, ახალგაზრდებში გავიტანოთ, ავუხსნათ რა არის ქარტია. ქარტია ეს არის ის, რაც მიგვიყვანს, დაგვაბრუნებს, სწორედ, იმ ევროპულ გზაზე, რომელიც კონსტიტუციაში გაწერილია. ამას არაფერი არ შეცვლის და არანაირი საფრთხე ამას არასოდეს არ გაუჩნდება. ამიტომ აქ არის თქვენი, ახალგაზრდების ინიციატივა, რომელსაც მერე შეიძლება ხელი შევუწყოთ, პროცედურებში დაგეხმაროთ. თუ ჩათვლით, რომ ეს ვარჯიში - ხელმოწერების მოგროვება რეგონებში, ხალხისთვის “ქართული ქარტიის” ახსნა არის სწორი - წინასარჩევნო პერიოდის მომზადება, მაშინ თქვენ აიღეთ ინიციატივა, დაიწყეთ, საინიციატივო ჯგუფები შექმენით და ჩვენ დაგეხმარებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S