ტრამპი სოლეიმანის ლიკვიდაციის მიზეზებს ასახელებს
09/01/2020 21:17:53 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.
„ჩვენ ტოტალური მონსტრი დავიჭირეთ. ეს ადრე უნდა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ, რადგან ისინი ჩვენი საელჩოს აფეთქებას გეგმავდნენ. ეს ასევე გავაკეთეთ სხვა მიზეზებითაც, რომლებიც ძალიან აშკარა იყო: ვიღაც მოკვდა. ხალხი მძიმედ დაშავდა ერთი კვირით ადრე და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ამერიკული ავიაიერიშის შედეგად 3 იანვარს იქნა ლიკვიდირებული. სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის გამო, თეირანმა საპასუხოდ ერაყში ორი სამხედრო ბაზა დაბომბა, სადაც საერთაშორისო კოალიციის ძალები არიან განლაგებული. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.


