Accentnews.ge
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეუზღუდა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეუზღუდა

10/01/2020 05:46:45 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის სასარგებლოდ 224 კანონმდებელმა დააფიქსირა ხმა, წინააღმდეგი 194 იყო.

რეზოლუცია პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას იქამდე უკრძალავს, ვიდრე კონგრესი ნებართვას არ გასცემს.

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის მაიკ პომპეო, კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S