მიხეილ დაუშვილი: თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით
12/06/2024 07:16:21 პოლიტიკა
"გახარია საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ პარტია მიესალმება, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
"ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით. ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს - პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ", - განაცხადა დაუშვილმა.
ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილი – ახალგაზრდებს: თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები.


