ალექსი ბატიაშვილი: გამოვლენილია ძალიან ბევრი ჯაშუში, მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არ არის
12/06/2024 08:21:54 პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან "ძალიან ბევრი ჯაშუშია" გამოვლენილი, თუმცა მიზანი მათი დაკავება არ არის.
მან ჯაშუშების დაკავებას და საზიგადოებას ინფორმირებას "სანახაობა" უწოდა.
"კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული ქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში",– თქვა პარლამენტში ვიზიტისას ბატიაშვილმა, სადაც სუს–ის ანგარიშს ისმენენ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ აქვს საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია, ბატიაშვილმა განაცხადა: "სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ".


