Accentnews.ge
რუსეთის საგარეო: საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა "მედიის მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაციაა"

რუსეთის საგარეო: საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა "მედიის მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაციაა"

12/06/2024 11:46:23 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა "მედიის მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაციაა", – იტყობინება რუსული მედია.

"ვერ ვხედავთ აზრს, კომენტარი გააკეთოთ ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“, – აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

საუბარია ქართული ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, "საქართველო და რუსეთი შესაძლოა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობდნენ". როგორც ტელეახმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ამ დრომდე გაკეთებული კომენტარების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება" ამ საკითხს არ განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციამდე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S