Accentnews.ge
პარლამენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო

13/06/2024 10:15:55 პოლიტიკა

პარლამენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო.

ახალი ცვლილებების თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის წესი დაბრუნდა.

კანონის მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს, რადგან ის 2009 წლიდან გაუქმებულია.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევა 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა, ამან მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია.

"2009 წელს აკადემიის წევრთა საერთო (აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა) რაოდენობა იყო 127, ხოლო დღესდღეობით მათი შემადგენლობა 78 წევრით განისაზღვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. მსოფლიოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია აკადემიის წევრთა რიცხოვნობის ზრდა, რის გამოც, მიზანშეწონილია "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმად, აკადემიას კვლავ მიეცემა წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება", – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით განისაზღვრა, რომ აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა - ოცდაათს, ხოლო სტიპენდიატთა რაოდენობა – ათს.

აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S