Accentnews.ge
გრეგოროვა – "ოცნებაზე": როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ "ომის პარტია" ვართ

გრეგოროვა – "ოცნებაზე": როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ "ომის პარტია" ვართ

13/06/2024 11:23:43 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ "ევროპაში ჩასული "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ფერიცვალება სირცხვილია",– იუწყება "ტვ პირველი".

მისი თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ძირეული ცვლილებები არ გატარდება, მაშინ შესაძლოა, დაწესდეს პერსონალური სანქციები".

"უკვე რამდენიმე წელია ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ენით საუბრობენ. ხშირად დამისვამს მათთვის კითხვა, როცა ბრიუსელში ჩამოდიან, რატომ გვიმტკიცებენ პირისპირ საუბრებში, რომ სუპერ პროევროპულები არიან და რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, მაგრამ როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ, დეზინფორმატორები ვართ, თურმე პრემიერის მოკვლა გვინდა და ასეთი რამ. ერთხელ გვითხრეს, რომ არ უნდა შევწუხდეთ იმით, რასაც სახლში ამბობენ, რომ ეს შიდა პოლიტიკაა და ჩვენთან დაკავშირებული არ არის. არა, რასაც სახლში ამბობთ, რა დეზინფორმაციასაც ავრცელებთ, ეს ჩვენთან პირდაპირ არის დაკავშირებული. საშინაო პოლიტიკა, იგივე საგარეო პოლიტიკაა. ამიტომ რიტორიკის ასეთ ცვლილებას არ ვემხრობი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, არის დეზინფორმაცია, კრიტიკა პარტნიორების. შეუძლებელია, თავი მოგვაჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე არ გითქვამთ, შენ ან ხარ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ან არ ხარ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ეს მაინც და მაინც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერები წევრი სახელმწიფოებისა, სულ მცირე, შეთავაზებას გააკეთებენ, რომ თუ ძირეული ცვლილებები არ იქნება საქართველოს მთავრობის პოზიციაში, ისინი გაჰყვებიან მკაცრ ზომებს. ეს ან ინდივიდუალური სანქციები იქნება, ან შეეხება კანდიდატის სტატუსს, ან ძალას დაატანენ შეასრულონ რეფორმები, რომელიც სტატუსს ეხება, ან მოგვიანებით ისაუბრებენ ვიზალიბერალიზაციას", – განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ივნისს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იყო. კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, „მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში“. ბერლინში კობახიძის გამოსვლა დაცლილი იყო უკვე ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური გზავნილებისაგან. ქართულ ოპოზიციაში ამ ვიზიტს „ფორმალობად“ აფასებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S