Accentnews.ge
ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს აანონსებენ

ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს აანონსებენ

13/06/2024 14:48:12 პოლიტიკა

ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს აანონსებენ.

კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართება: ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში.

ქალი დეპუტატების ჯგუფში შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

მათი განცხადებით, მიზანი მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებაა.

ისინი ისაუბრებენ "აგენტების კანონსა" და მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებზე. მოსახლეობას შეეძლებათ, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

  • საჯარო შეხვედრების განრიგი:

17 ივნისი, ქუთაისი, 17:00 – 19:00 საათი – ბარ-რესტორანი „ლილესთან”;

18 ივნისი, ზუგდიდი, 15:00 – 17:00 საათი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;

19 ივნისი, ბათუმი, 13:00 – 15:00 საათი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;

20 ივნისი, ოზურგეთი, 12:00 – 14:00 საათი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;

21 ივნისი, გორი, 15:00 – 17:00 საათი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S