Accentnews.ge
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო

13/06/2024 15:43:11 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 30 მაისს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლიელებების თანახმად, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომისია ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც მოქმედი კანონით შეუძლებელია.

გარდა ამისა, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნება და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S