ისრაელის ავიაიერიშებს „ჰაშდ ალ-შააბის“ მებრძოლები ემსხვერპლნენ
10/01/2020 16:23:37 მსოფლიო
სირია-ერაყის საზღვართან ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, შიიტური დაჯგუფება „ჰაშდ ალ-შააბის“ რვა მებრძოლი ემსხვერპლა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყის შიიტური სამხედრო დაჯგუფების პოზიციები სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში, ქალაქ აბუ-ქამალის მახლობლად დაბომბეს.
საინფორმაციო გამოცემა „ალ-მასდარის“ ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაშვებულებიც არიან. გამოცემა წერს, რომ სამხედრო დაჯგუფების კოლონა ელ-მეიადინის რაიონში, სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდა. სწორედ „ჰაშდ ალ-შააბის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს აშშ ირანს.


