ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის ბიუჯეტს 360 მლნ ლარი დაემატება
17/06/2024 07:21:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 360 მლნ ლარი დაემატება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გადახედვის საშუალებას ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იძლევა.
„რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. სამომავლოდ შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში შევა და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, - განაცხადა პრემიერმა.


