Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი:  6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ფინანსთა მინისტრი: 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

17/06/2024 09:03:36 პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობით, პროგნოზირებულ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება შეკითხვას ["აგენტების კანონის" მიღების შემდეგ] რისკებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ანალიზი გავაკეთოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს მას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით, რა მასშტაბით და როგორ იქნება, თუ ასეთი ტიპის შეზღუდვები საერთოდ დაწესდა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ის წარდგენილი ვარიანტი, რომელიც გულისხმობს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან ამ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ბუნებრივია, მას შემდეგ რაც თუ რაიმე სხვა, ახალი ინფორმაცია გვექნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის ანალიზსაც გავაკეთებთ და თითოეული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა, ამ ეტაპზე, დღეს არსებული მდგომარეობით, არსებული ინფორმაციით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S