Accentnews.ge
გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

16/06/2024 19:38:17 პოლიტიკა

ექს–პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოთქვა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები”. – განაცხადა გახარიამ

მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე.

ამასთან, მან კვლავ გაიმეორა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი.

ცნობისთვის: 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. გახარიამ წერილის გაგზავნა უარყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S