Accentnews.ge
გეგელია – გახარიაზე: არსებობს კითხვები და პასუხები გასაცემია

გეგელია – გახარიაზე: არსებობს კითხვები და პასუხები გასაცემია

17/06/2024 11:02:05 პოლიტიკა

პარტია "ლელოს" საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ პირდაპირ არ უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის გიორგი გახარიას შეთავაზებას თანამრომლობაზე, თუმცა თქვა, რომ "ლელო" მუშაობს ალტერნატიულ პლატფორმაზე.

"საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტში გვჭირდება დადებითი ალტერნატიული პლატფორმა, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არ სურს არც რუსეთის მხახური ხელისუფლება ად არც ერთპარტიული წარსულის დაბრუნება, შევთავაზოთ არჩევანი, სადაც საკუთარ თავს და მომავალს დაინახავს.[...]

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ "ლელო" იქნება იქ, სადაც არის ალტერნატივა. "ლელო" შექმნის ამ ალტერნატივას. და მიიღებს მონაწილეობას ასეთი ალტერნატიული პოლუსის შექმნაში, იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვს",– თქვა გეგელიამ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში არჩევნებზე რა კონფიგურაციით წარდგებიან, "ეს საარჩევნო ტექნიკის საკითხია" და ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან მთელ რიგ სუბიექტებს შორის მიმდინარეობს "ზრდასრული" კონსულტაციები:

"სერიოზულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, გვაქვს გააზრებული, რას ნიშნავს ეს მოქალაქეებისთვის, გააზრებული გვაქვს, რომ თანამშრომლობა საჭიროა და ოპოზიცია ჩამოყალიბებულია, რომ არავის არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. ძალიან სწორად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში იმისთვის, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება მოვიშოროთ. ამ კუთხით დადებითი დინამიკაა, რომ ჩვენ ბევრი რამ უნდა შევძლოთ ამ ოთხ თვეში და შემდეგ".

რაც შეეხება გახარიას მიერ გამოთქმულ მზაობას თანამშრომლობაზე, გეგელიამ თქვა, რომ არა მხოლოდ "ლელოში", არამედ საზოგადოებაში არსებობს კითხვები მასთან დაკავშირებით და ეს არ ეხება პერსონას, არამედ საუბარია სახელმწიფოებრივ საკითხებზე და რომ "პასუხები გასაცემია".

გიორგი გახარიამ ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზე და „ლელოსთან“ სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა:

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და ა.შ, ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე. გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც კითხვებს ან პრეტენზიებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S